ხალხი უკიდურესად გაბრაზებულია - ზაფხულში სხვადასხვა ქალაქში 160 შეხვედრას ვგეგმავთ - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„უკიდურესად გაბრაზებულია ხალხი, ივანიშვილის რუსული პარტიით და მათი მოღალატეობრივი საქმიანობით.  
160 შეხვედრას ვგეგმავთ ზაფხულში სხვადასხვა ქალაქში, რაიონში, სოფელში და ვაძლიერებთ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". 
ყველა დონეზე უნდა ავაწყოთ ინფრასტრუქტურა ხალხთან ერთად და მოვემზადოთ ივანიშვილის, რუსული პარტიის დასამარცხებლად!“- წერს ხაბეიშვილი.