ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის ინიციატივა, რომელიც „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს“ ეკუთვნის, ვაშაძე - ხაბეიშვილიც იზიარებენ. ამ თემას ორივე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ცალ - ცალკე ბრიფინგი მიუძღვნეს და მზად არიან მესამე სექტორის ინიციატივას პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ კანონპროექტის სახე მისცენ.
„ჩვენს ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, 2024 წელს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ონლაინ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს გამოცდილება უკვე აქვს და ონლაინ არჩევნების ჩატარება შიდაპარტიულ არჩევნებში გამოვიყენეთ. ფაქტობრივად მზად გვაქვს ეს საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ რადგან ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა, რახან ვამბობთ, რომ მზად ვართ, ყველა პარტიასთან საკონსულტაციოდ, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს დოკუმენტი იყოს საბოლოოდ შეჯერებული. რაც მეტი პოლიტიკური პარტია იქნება და მეტი ადამიანი იქნება გაერთიანებული ამ საკითხის ირგვლივ, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.