„რუსული პარტია ომს აბრალებს ამერიკას, დასავლეთს, ევროპას. ხალხი კარგად არჩევს- მშვიდობა, უსაფრთხოება არის ევროკავშირში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კარებში გაეჩხიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის.“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"რუსული პარტია ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლის ჩვენი ქვეყნის და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისას. ისინი აკეთებენ ყველაფერს, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, რომ ჩვენ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ისინი ომს აბრალებენ ამერიკას, ისინი ომს აბრალებენ დასავლეთს, ევროპას. ხალხი კარგად არჩევს- მშვიდობა, უსაფრთხოება არის ევროკავშირში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კარებში გაეჩხიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს არ უნდა მოახერხოს ივანიშვილმა და თუ დაგვჭირდა პოლიტიკური ფეხებიც უნდა მივამტვრიოთ იმ კარებში ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ პარტიას.“ - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი კელი გენანის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ „მიმდინარეობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის კამპანია.“