ლევან იოსელიანის სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევას მხარი დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და თეონა აქუბარდიამ. 

ამის შესახებ მათ კენჭისყრის წინ შესაბამისი განცხადებები გააკეთეს, კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი:

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ სრულმა შემადგენლობამ.

ლევან იოსელიანმა მიიღო „ევროპელი სოციალისტებისა“ და „გირჩის“ ოთხ-ოთხი ხმა, თავად „მოქალაქეების“ ორი ხმა, ასევე ხმები უფრაქციო დეპუტატებისგან, რომელთა შორის არიან თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია. მხარდამჭერებს შორის არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმშენებლის“ წარმომადგენლები.

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია

ლევან იოსელიანი: ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში, ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე ბევრი მამაკაცი