კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს განმარტავს, რომელსაც პარლამენტის რეგლამენტის კანონი არეგულირებს:
"პარლამენტის #საგამოძიებო კომისია კორუფციული ან სხვა თანამდებობრივი დარღვევის გამოძიებისთვის იქმნება და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი მოქმედი თანამდებობის პირების საქმიანობაზე საპარლამენტო ოპოზიციის კონტროლის ინსტიტუტია
საგამოძიებო #კომისია კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება შეიქმნას. კომისიის შექმნა არ შეიძლება ზოგადად ან განუსაზღვრელად (მაგ.: 1992-2002 წლების თანამდებობის პირთა საქმიანობის კანონიერების შესწავლა) ან კომისიის შექმნა და გამოსაძიებელი საკითხების მერე აღმოჩენა ან დამატება
საგამოძიებო კომისია საპარლამენტო ოპოზიციის ბერკეტია მთავრობის საქმიანობაზე კონტროლისთვის
საპარლამენტო უმრავლესობას მთავრობის კონტროლისთვის არ სჭირდება #გამოძიება, ნებისმიერ დროს უნდობლობის წესით გაუშვებს სახლში მთავრობას
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მანდატში არის საგამოძიებო თუ სხვა უწყების წინაშე კანონდარღვევის აღკვეთის ან გამოძიების დაწყების საკითხის მხოლოდ განსახილველად წარდგენა, გადაწყვეტილებას კი ის უწყება იღებს.
საგამოძიებო კომისიის წარდგინებით გამოძიება რომც დაიწყოს პროკურატურაში მტკიცებულებები უნდა შეგროვდეს, გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები (სტანდარტების მიხედვით, რომლებიც სხვათაშორის არ აქვს პარლამენტის კომისიას) და წარედგინოს ბრალი და გადაეცეს სასამართლოს. იქ კი ხანგრძლივი #სასამართლო განხილვის პროცესია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში.
უფრო მარტივად კი ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისია და პროცესები გაიხსენეთ, ისაა საგამოძიებო კომისიის დანიშნულება, მანდატი და პროცესი" - წერს ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში.