შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული დ.კ., რუსეთის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული ი.ა. და უკრაინის მოქალაქე 2006 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეთადონი" „ალფა პვპ“ და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.
ამოღებულ ნარკოტიკებს შორისაა ერთ-ერთი ბრალდებულის ი.პ-ს მიერ ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული ნარკოტიკი.
პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ელექტრო სასწორები, პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.