პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ წერილობითი განცხადება შეიტანა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ითხოვს განმარტებას, საყოველთაო კარანტინის პირობებში რომელმა უწყებამ და რის საფუძველზე გასცა საშვი ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე.
"ლელოს" ასევე აინტერესებს, თუ ასეთი საშვი გაცემული არ ყოფილა, რა სახის სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა მის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევაზე. "ლელოს" წარმომადგენლის კახა კოჟორიძის განცხადებით,  ასევე მოითხოვენ, პრემიერ-მინისტრის ზეპირი განცხადების თანახმად, 27-28 აპრილს საგამონაკლისო წესით საქალაქთაშორისო გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას. "რომელმა უწყებამ მისცა ოთარ ფარცხალაძეს ნებართვა გადაადგილებასთან დაკავშირებით და რის საფუძველზე არის გაცემული ასეთი ნებართვა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ასეთი ნებართვა არ არის გაცემული, მაშინ ჩვენი კითხვაა, რა სამართლებრივი მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ათეულობით ადამიანი ყოველდღიურად ჯარიმდება და ამ დროს მთავრობასთან დაახლოებული ადამიანები, ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირებით გადაადგილდებიამ გაუგებარი საფუძვლებით," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობია კახა კოჟორიძემ. ცნობისთვის: როდესაც ქალაქის ქუჩებში, ეპიდემიის გავრცელების შესაკავებლად ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალული იყო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ყოფილი პროკურორი ავტომანქანით.