„ლელო საქართველოსთვის“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ახალი ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
„ყველა ჩვენგანს, ვინც აქ ხართ, ვინც გვისმენს, ვინც ჩვენთან ერთად ქუჩაში იდგა, ვინც იბრძოდა, ვინც იბრძვის, ყველას გვინდა ერთი რამ - ძლიერი საქართველო. ჩვენ გვინდა ფეხზე დამდგარი, წელში გამართული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა. ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ადგილი, სადაც საქართველოს მიეცემა თავისი ძვირფასი ტრადიციების, მომავლის ყველაზე კარგად წარმოჩენა, ეს ადგილი არის ევროპა. ჩვენ არ ვართ პატარა ერი, არც პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ დიდი ტრადიციების, დიდი ისტორიის ქვეყანა. გადამწყვეტი ბრძოლაა, იმიტომ, რომ ასეთ კრიტიკული ზღვარი დამოუკიდებლობის მიღებიდან ჩვენს ქვეყანას არცერთ არჩევნებზე არ ჰქონია", - განაცხადა ხაზარაძემ.