საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

"რადგან ჩემზე უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ინფორმაცია მასობრივი საშუალებებით გავრცელდა, იძულებული ვარ საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემ მიერ “ისრაელში არჩევნების ჩაშლის; საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ხელმძღვანელობასთან” ( ) დაკავშირებით ქალბატონი სალომე სამადაშვილის საფუძველს მოკლებული განცხადება ცილისწამებაა. ვარ თბილისში, დავუკავშირდი პირადად და ვთხოვე ეთქვა ვინ უთხრა ეს ტყუილი და რა დამადასტურებელი ფაქტი მოუყვანა. ვთხოვე, თავადვე უარეყო მისივე არასწორი განცხადება.

ისრაელში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკური შეხედულებების განურჩევლად ვაგრძელებ მეგობრულ და კარგ ურთიერთობას.

დღეს გავიგე, რომ კომისიის წევრების ნაწილი რატომღაც უარს აცხადებს კომისიაში მუშაობაზე. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა არჩევნების პროცესის უზრუნველყოფა, ხოლოჩვენი - როგორც უფლება, ასევე, მოქალაქეობრივი ვალდებულებაც - არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ჩემი ოჯახის წევრები, მათ შორის დედაჩემი, რომელიც ისრაელში მკურნალობის მიზეზით იმყოფება, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულია საკონსულო აღრიცხვაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ხმის მისაცემად ემზადება.

რაც შეეხება, ქ-ნი სამადაშვილის მხრიდან ჩემი სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში სახელმწიფო მაღალ თანამდებობებზე მუშაობის არც თუ ისე მწირი გამოცდილების გახსენებას - ნებისმიერ ხელისუფლებას და სახელმწიფოს სჭირდება ჩემნაირი მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი დიპლომატები და საჯარო მოხელეები, თუმცა, დღეს მაქვს, გადაუჭარბებლად, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და ყველაზე საპატიო თანამდებობა და სახელმწიფო სამსახურში დაბრუნება არცერთი ხელისუფლების პირობებში ჩემ პირად გეგმებში არ შედის! მომავალში?!.. კიდევ ბევრი იქნება #არჩევნებისაერთოსაქმეა

წერს ლაშა ჟვანია "ფეიბუკში".