,,ომის დაწყების დღიდან დღემდე, საერთო ჯამში, ისრაელიდან საქართველოში 15 000 ადამიანი გაემგზავრა," -ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ავრცელებს.
"ნათელია, რომ რამდენიმეკვირიანი სტრესული მდგომარეობა ადამიანის ფსიქიკაზე აისახა. როდესაც ღამით საჰაერო განგაშის გამო 5-6 ჯერ გეღვიძება და ძილი არ გაქვს, ბუნებრივია, ადამიანი ამას ვერ უძლებს. ამიტომ, ამ ადამიანებს ვურჩიე, გაერიდონ ამ გარემოს, ან გადავიდნენ ცენტრალურ ისრაელში, ან სამშობლოში დაბრუნდნენ,"- აცხადებს ლაშა ჟვანია.