"ქართული ოცნების" სიის წევრმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა და სხვებსაც მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ. 

"დავაფიქსირე ჩემი აზრი და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი საქართველოში მშვიდობას, ერთობას, ჩვენი შვილების კეთილ მომავალს. მინდა მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას, ქუდზე კაცი და აუცილებლად დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა არჩევნებზე", - განაცხადა ტალახაძემ.