პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ეუთოს რეზოლუცია არა მხოლოდ ჯო ვილსონმა მიიღო, არამედ მიიღო ეუთოს წევრმა ქვეყნებმა და მათმა წარმომადგენლებმა.

"რეზოლუცია არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ ჯო ვილსონმა მიიღო, არამედ მიიღო ეუთოს წევრმა ქვეყნებმა და მათმა წარმომადგენლებმა. ეს არის ანარეკლი იმ მძიმე რეალობის, რომელიც არის ქვეყანაში. შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ "ქართული ოცნების" წევრებს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.