თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღიქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია - ბოდიშს ვიხდი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს.
„თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღითქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია - ბოდიშს ვიხდი.
არასწორი სიტყვა გამოვიყენე და როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი“, - წერს ლაშა ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბაქრაძემ გუშინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ოცნების“ წარმომადგენლებს