უმრავლესობა ახალი არჩევნების თარიღზე პრეზიდენტთან მსჯელობას არ აპირებს.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, ახალი საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება და ეს თარიღი არ შეიცვლება.
"რა თქმა უნდა, ამ მიწვევას არავინ არ გამოეხმაურება. არავინ აპირებს ვინმესთან რამე საკითხზე ისაუბროს, მით უმეტეს, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. შემიძლია, გავიმეოროთ და ვთქვათ, რომ არ ვაპირებთ 29 დეკემბრამდე დაველოდოთ და მერე გამოვაცხადოთ არჩევნების თარიღი. დღესვე, ვაცხადებთ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს. ვისაც არ უნდა საქართველოსთვის სიკეთე, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობა იყოს", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.