მისი გარდაცვალება არ იყო ჩვეულებრივი ამბავი, ფაქტობრივად ჩამოქცევის წინაშე დადგა მთელი ვერტიკალი.  დადგა საკითხი, რომ მე წამოვსულიყავი უზენაესი სასამართლოდან, - ამის შესახებ ამის შესახებ პოლიტიკოსმა, კოტე კემულარიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას მოჰყვა, ჩემი წამოსვლა უზენაესი სასამართლოდან. ზურაბ ჟვანია იყო ავტორიტეტი, მასზე ეკიდა ფაქტობრივად აღმასრულებელი ხელისუფლება. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს, იმიტომ რომ ეს საქმე მიჰყავდა ძალიან ნიჭიერად და დიდი კომპეტენციით ზურაბ ჟვანიას.

მისი გარდაცვალება არ იყო ჩვეულებრივი ამბავი, ფაქტობრივად ჩამოქცევის წინაშე დადგა მთელი ვერტიკალი.  დადგა საკითხი, რომ მე წამოვსულიყავი უზენაესი სასამართლოდან, თვითონ პრეზიდენტმა და მთელმა პარტიამ მთხოვა, რომ შეიძლება ყველაფერი აირიოს, თავდაყირა დადგეს. მთელი 4 დღის განმავლობაში იდგა საკითხი რომ უნდა ვყოფილიყავი პრემიერი...

იყო საუბრები რომ ეს მკვლელობა იყო. მე არ ვიცი დეტალები ამ საქმის, მაგრამ რამდენადაც ჩემი გამოცდილება მაძლევს საშუალებას, ეს იყო მართლაც უბედური შემთხვევა და იყო სერიოზული, დიდი ტრაგედია“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.