საღამოს 10-ზე ან 11-ზე მივდიოდი სამსახურიდან, მერე იწყებოდა თათბირები ღამის პირველ საათზე, რომელსაც არასოდეს არ ვაცდენდი, სადაც რაღაც-რაღაცები წყდებოდა... , - ამის შესახებ ამის შესახებ პოლიტიკოსმა, კოტე კემულარიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.

„იმედში“ შეჭრაზე პასუხისმგებლები არიან გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი და მოკითხეს კიდევაც, ორივე მოხვდა ციხეში...

მე როგორც ჩვეულებრივი ადამიანი საღამოს 10-ზე ან 11-ზე მივდიოდი სამსახურიდან, მერე იწყებოდა თათბირები ღამის პირველ საათზე, რომელსაც არასოდეს არ ვაცდენდი, სადაც რაღაც-რაღაცები წყდებოდა...

- ანუ ფორმალურად იყავით უშიშროების საბჭოს მდივანი?

რატომ ვიყავი ფორმალურად? მე, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანს მევალებოდა ქვეყნის უსაფრთხოებაზე შემედგინა მთავარი 7 პუნქტიანი  ერთ ეგზემპლარად და პრეზიდენტის მაგიდაზე დამედო. სხვა რამე უშიშროების საბჭოს, გარდა ქვეყნის უსაფრთხოებისა არ ევალებოდა.