"ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ, რომ კეზერაშვილის ქონებას გადახედონ, თქვან, საიდან დააგროვა ამდენი მილიონი წლების განმავლობაში. მან გაძარცვა ქართული ჯარი და ამ ნაძარცვი ფულით საზღვარგარეთ წავიდა. მის დაქვემდებარებაში ხართ თქვენ და თქვენი პარტიული ტელევიზიაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ასაღებენ როგორც ცუდად გაკეთებულ საქმეს", - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი სიკეთე აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული. სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
დღესვე კონსტანტინე ზარნაძემ აღნიშნა, რომ ურბანულ კომისიაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას მშენებლობების დეტალები არ აინტერესებთ. მისი თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმის დაგეგმარებით დავალებასთან დაკავშირებით
არანაირი შინაარსობრივი შენიშვნა არ გააჩნიათ, უბრალოდ, არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ პროექტს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.
„ბოლოს მინდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას შევეხო. ჩავწერე ვიდეო, რომელშიც ავხსენი, თუ როგორ მიდიოდა სამუშაოები და რა პროცედურებია გასავლელი. უამრავი ტროლი შემოესია ჩემს გვერდს. როგორ მუშაობთ ან რატომ ცდილობთ ადამიანებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდოთ?! მინდა ჩემს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ქალაქში არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მოსახლეობის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა კონსტანტინე ზარნაძემ.