როგორც ცნობილია, “ვაგნერს” ბელარუსში აუშენა "ბაწიამ" რაღაც კარვები, მაგრამ არც ერთი ვაგნერელი იქ არ შესულა. ბაწია კანონიერი ქურდივით ჩადგა შუაში და საქმე გაარჩია. - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, დესპანი გერმანიაში კონსტანტინე გამსახურდია პრიგოჟინის და ვაგნერის თემაზე სახალისო ვერსიას აქვეყნებს:
"სახალისო ვერსია პრიგოჟინის და ვაგნერის თემაზე. მთლად შორს არ უნდა იყოს რეალობიდან: როგორც ცნობილია, “ვაგნერს” ბელარუსში აუშენა "ბაწიამ" რაღაც კარვები, მაგრამ არც ერთი ვაგნერელი იქ არ შესულა. ბაწია კანონიერი ქურდივით ჩადგა შუაში და საქმე გაარჩია. მისი პოზიცია დაახლოებით ასეთი იყო - ბიჭებო, ჟენ, ვალოძ, დაილაპარაკეთ, არ გინდათ ომი. მერე უთხრა ჟენიას, წამოდი ჩემთან. იმან დაახლოებით ასე უპასუხა, შენ კი ხარ პახანი, მაგრამ რას გადაიხდი? პახანმა კითხა, მე უნდა გადავიხადო? ჯერ ერთი ფული არა მაქვს, მეორეც რაში უნდა გადავიხადო? რაში და თუნდაც იმაში, რომ ყელში არ გწვდეთ. კარვები რა ჩემს ერთ ადგილად გვინდა მარტო? მოგვეცი გასაწეწად რამე სერიოზული. - იყო სავარაუდო პასუხი. რახან ამაზე ბაწია გაჩუმდა, ისინიც რუსეთის ტერიტორიაზე რჩებიან. ჟენია თავის შემკვლელს არ გავს ვინმეზე. ალბათ ბუტბუტებს, ჩვენ თავები შევაკლათ, შაიგუმ კი მილიონები იშოვოს და სასახლეები იშენოს? მეც მაქვს ოხრად მილიონები და სასახლეები რაშისტანში, მაგრამ მთავარია ოხრად არ დაგრჩესო." - წერს კონსტანტინე გამსახურდია.