სრულიად ელემენტარულია უოტსონ, უნგრეთის არჩევნებს რაც შეეხება: 

1. არის ასეთი გამოთქმა, რომ ვაშლის ნაყოფი ვაშლის ხისგან შორს არ ვარდება. მოიგო ბ-ნი ორბანის პარტიის მაღალი რანგის ყოფილმა ფუნქციონერმა, რომელმაც, დარწმუნებული იყავით, მმართველი პარტიის რესურსის გამოყენებით, უმოკლეს ხანში შექმნა უძლიერესი პარტიული ბლოკი და დამაჯერებლად გაიმარჯვა არჩევნებში. შედეგად კონსერვატორი მიდის და მორიგი კონსერვატორი მოდის.  - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს. 

2. რასაკვირველია, ამას მხოლოდ ქვეყნის სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალის პარტიული რესურსის ნაწილი არ ეყოფოდა. მადიარმა სრულიად სწორად შერჩეული და მოზომილი მესიჯბოქსით მიიმხრო ლოიალისტი, სტატუს ქუოს მოყვარული ამომრჩევლის დიდი ნაწილი. ამისთვის მან მოიარა მთელი ქვეყანა. (მას ბუდაპეშტს გარეთ შეხვედრა არ გაუმართავს მხოლოდ 3-4 მოზრდილ ქალაქში) და რაც მთავარია მოიგო, გაიმარჯვა არჩევნებში მინიმუმ 15 პროცენტიანი უპირატესობით. და თუ არა არჩევნები, ხელისუფლებაში მოსვლის რაღაც “სხვა” გზა მას არც განუხილავს - არც რაღაც  გეგმა B, თუკი არჩევნებს წააგებდა. 
3. მადიარი ქვია კონკრეტული პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე ლიდერს და არა მხოლოდ ხელისუფლების სიძულვილით შეკრებილ პარტიულ ლიდერთა ჯგუფს, რომელთაც ერთმანეთი არაერთხელ ნალანძღი ყავთ საჯაროდ, შემკობილი ყავთ ერთმანეთი კომიკურ-უცნაური ეპითეტებით. მადიარის პროპაგანდისტებს დარწმუნებული ვარ, არასოდეს მიუმართავთ ამომრჩევლისთვის დაახლოებით ასეთი გზავნილით: “ოღონდ ორბანი წავიდეს და ვინც გინდა, ის მოვიდეს”. - წერს კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას" ლიდერმა, პეტერ მადიარმა, ბატიანის მოედანზე, არჩევნების შემაჯამებელ ღონისძიებაზე  განაცხადა - უნგრეთი კვლავ გახდება ევროკავშირის და ნატოს ძლიერი მოკავშირე