საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
"1993 წლის 30/31 დეკემბრის ღამეს, დასრულდა ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი გზა სამეგრელოს მთებში, ძნელადსავალ ბილიკებსა და სოფლებში მიმავალი, ძველ ხიბულაში მდებარე სოფლურ სახლში. ვალერია ნოვოდვორსკაია, ცნობილი რუსი ჟურნალისტი და დისიდენტი 1994 წელს წერდა: ოდესღაც ანუის დიდმა ინკვიზიტორმა დასაწვავად გამზადებულ ჟანა დ’არკს უთხრა: ვიცი, რომ ეს საბრალო გამარჯვებაა შენზე ჟან. მაგრამ შენ გაჩუმდები მაინც. ბატონებო, აგრძელებს ვალერია, გესმით ზვიადის სიჩუმე?"