პარლამენტის ბოიკოტი ნიშნავს, რომ "შატალოზე" დადიხარ - ან გადაწყვიტე გასვლა, ან თუ რჩები, იბრძოლე შიგნით - ამის შესახებ ნაცმოძრაობის წევრმა, კობა ნაყოფიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
"ჩემი აზრით, ეს არ არის მკაფიო განცხადება. პარლამენტის საქმიანობის შეწყვეტა ნიშნავს ბოიკოტს, ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ "შატალოზე" დადიხარ. ეს არის "შატალო". ან გადაწყვიტე გასვლა, ან თუ რჩები, იბრძოლე შიგნით პარლამენტში. აირჩიე ორიდან ერთი, ეს შუალედური ვარიანტი, რომ არც იქით და არც აქეთ არასდროს ასეთ მიდგომას შედეგი არ დაუდია და ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადებს, - ამბობს კობა ნაყოფია.