კობა ლიკლიკაძე: პუტინს კიევის აღების გეგმა ისევ აქვს, ყველაზე მეტად სამშვიდობო მოლაპარაკებების იმედი უნდა ვიქონიოთ

1646756081
პუტინს კიევის აღების გეგმა ისევ აქვს, ყველაზე მეტად სამშვიდობო მოლაპარაკებების იმედი უნდა ვიქონიოთ, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"რუსეთი გაჩერებულია ყველა იმ პოზიციაზე, რომელიც ერთი კვირის წინ ეკავა. არ არის წინსვლა არცერთი სტრატეგიული მიმართულებით. მხედველობაში მაქვს ხარკოვი, მარიუპოლი და რაც მთავარია კიევი. ახლა ვესაუბრე შკრინიაკს, რომელიც ყოფილი შს მინისტრის მრჩეველი იყო და ახლა მოხალისედ იბრძვის. ის იყო დაბომბვის არეალში, სადაც რაკეტამ გაანადგურა ბენზინგასამართი სადგური. როგორც ჩანს ის მიმართულება იქნება ყველაზე უფრო მწვავე.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს გეგმა, დედაქალაქის ხელში აღების თაობაზე, როგორც ჩანს ჯერ კიდევ აქვს. ყველაზე უფრო მეტად, ალბათ რისი იმედიც უნდა ვიქონიოთ, არის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს," - განაცხადა კობა ლიკლიკაძემ.
მისი თქმით, საომარი ვითარების დროს წარმატება-წარუმატებლობაზე ექნება გავლენა მოლაპარაკებების ხასიათზე.