საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის თქმით, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეთვალყურეობა მთავრობის პასუხისმგებლობაა.
ვახო ხუზმიაშვილი: თქვენ ხართ იმ ქვეყნის წარმომადგენელი სადაც კანონია უზენაესი. თქვენს ქვეყანაში, რომ მომხდარიყო პრეცედენტი პრეზიდენტი შემოსულიყო ისე, როგორც სააკაშვილი საქართველოში, ეს შეურაცხყოფა იქნებოდა თუ არა?
კელი დეგნანი: ეს ჰიპოთეზური შეკითხვაა და ალბათ, მე ამას არ ვუპასუხებ, ზოგადად ეს საკითხი საკმაოდ რთულია. ასევე იწვევს მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობას. ყურადღებით ვაკვირდებით, საქმე ეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს. ჩვებ ბევრჯერ გვითქვამს რომ ეს არის მთავრობის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მისი მეთვალყურეობა.
ჩემი მთავრობა შეშფოთებულია აღნიშნული საკითხით" - აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ექსკლუზიური ინტერვიუ გადაცემაში - " თავისუფალი სივრცე "