თუ თქვენ თვლით, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს და მურუსიძე დღეს წმინდანი გახდა, როცა თქვენ თვითონ ამბობდით, რომ წინა ხელისუფლების დროს უპრინციპო მოსამართლე იყო და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ახდენდა, შევისწავლოთ ეს. თუ პრობლემა არაფერი გაქვთ, რატომ გეშინიათ? , - ასე მიმართა რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„საგამოძიებო კომისიაში დიახ, შევისწავლით ყელა პერიოდში არსებულ პრობლემებს, სისტემური მიდგომით. მიზანი არის ის, რომ გამოძიება არსებობდეს და კონკრეტული ფაქტები არსებობდეს და არა სანქციების საკითხების გადახედვას. ამ საკითხების გადახედვას არავინ აპირებს.
თუ თქვენ თვლით, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს და მურუსიძე დღეს წმინდანი გახდა, როცა თქვენ თვითონ ამბობდით, რომ წინა ხელისუფლების დროს უპრინციპო მოსამართლე იყო და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ახდენდა , შევისწავლოთ ეს . თუ არაფერი პრობლემა არ გაქვთ რატომ გეშინიათ?“,- განაცხადა სამნიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ.