მოსახლეობის უმრავლესობამ ევროპული ოჯახის წევრობა არჩია და „ოცნებას“ უფლება არ აქვს თქვას, რომ ქვეყანას ევროპული სტატუსი არ უნდა - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ევროპული გზა, ევროპული სტატუსი და ევროპული ოჯახის წევრობა არჩია და დღეს არავითარი უფლება არ აქვს კახი კალაძეს და არც ერთ მაღალჩინოსანს, რომ თქვას, რომ არ გვინდა და ამ ქვეყანას არ უნდა ევროპული სტატუსი,“ - განაცხადა სამნიძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ გზავნილი აქვთ „ქართული ოცნებისთვის“, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, თუ ევროკავშირის წესებით არ ითამაშებს.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს და „თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ“.