მგონი გათვითცნობიერებული არ გვაქვს ქალებზე ძალადობის მასშტაბი. სასიკვდილოდ გვიმეტებენ. ყველა მეორე არა, ყველა ქალი ძალადობის მსხვერპლი ვართ. - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში:
"ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფინანსური ან ძალაუფლებას დახარბებული კაცების ცინიკური ძალადობის ობიექტები ვართ.
ქალების პირადი ცხოვრების განხილვით დაინტერესებული ენაჭარტალა უსაქმურებიც მოძალდეები არიან.
ქალებს გვექცევიან ისე, როგორც კაცებს უნდათ.
ამიტომ, ქალებზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ფინანსურად თუ სხვა სახის ძალადობით დაკავებული კაცები უნდა მხილდნენ. მხილდნენ საჯაროდ და დაუნდობლად, რომ სხვისთვის მორალის წაკითხვა ან სხვა ქალზე შეხება, ზემოქმედება ვეღარ გაბედონ."