თუ ბოიკოტის რეჟიმს შევინარჩნუბეთ, საგაზაფხულო სესია “ოცნებას”საკუთარი ბოიკოტის გამო  უვარდება - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ისევ “ოცნების” ბოიკოტი. 
არ ვიცი, როგორ.. ძალიან რთული იქნება, მაგრამ შემდეგ სასესიო კვირაშიც თუ ამ რეჟიმს შევინარჩნუბეთ და ყველა საგამოძიებო კომისიას გავაცოცხლებთ - საგაზაფხულო სესია საკუთარი ბოიკოტის გამო “ოცნებას” უვარდება 🙂 . 
ამაზე კარგ საქმეს ეს პარლამენტი ვერ გააკეთებს ...“- წერს დეკანოიძე.

კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მესამედაც ვერ შედგა.