სააკაშვილის გადარჩენის კონკრეტულ გეგმას ვერავინ გაწერს - ვინმეს უნდა ეყოს გამბედაობა, რომ ეს თქვას - ამის შესახებ ენმ-ს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის სამოქმედო კონკრეტულ გეგმას და კალენდარს ვერავინ გაწერს და ვფიქრობ, ვინმეს უნდა ეყოს გამბედაობა, რომ ეს თქვას. მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის და გამოხსნის ფორმა არის მრავალმხრივი. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის. ეს არის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ ნაკლებად მჯერა ადამიანების შიდა აქტიური ზეწოლის, თუმცა მანიფესტაციაც მნიშვნელოვანია. მე უფრო მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორების დიდი წნეხით, ივანიშვილზე სანქციების დიდი წნეხით და ასე შემდეგ, ეს უფრო გახდება შესაძლებელი, მაგრამ ყველაზე აუცილებელი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ის, რომ პარტია იყოს იმდენად ძლიერი, რომ ვერავინ გაუბედოს მიხეილ სააკაშვილისადმი ასე მოპყრობა"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.