"რეგვენი მოღალატეებისგან შიში არ უნდა აგვეკიდოს. ნომრები უნდა დავბლოკოთ და წარწერები არ უნდა გამოვიტანოთ საჯაროდ", - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:
"თბილისი უბნებს, სადაც ბავშვები თამაშობენ, ტურისტები დადიან და ადამიანები ცხოვრობენ - ბილწი სიტყვებით და ნიშნებით აჭრელებენ.
გინებით რეკავენ ბავშვებთან თუ უფროსებთან.
ეს არის მათი სახე და სარწმუნოება.
რეჟიმის მთავარი ამოცანაა, რომ ცხოვრების წესი შევიცვალოთ და ნერვები აგვეშალოს, წონასწორობა დავკარგოთ, შევშინდეთ, ვიწუწუნოთ, თავდაცვის რეჟიმზე გადავიდეთ.
არ იქნება ეს.
რეგვენი მოღალატეებისგან შიში არ უნდა აგვეკიდოს.
ნომრები უნდა დავბლოკოთ და წარწერები არ უნდა გამოვიტანოთ საჯაროდ."