შარშან, რუსული კანონის მარტის პროტესტის შემდეგ, სსსკ -ის 187-ე მუხლის, მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გაჩნდა აბსურდული ცვლილებები - “სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად”, ითვალისწინებს 3 დან 6 წლამდე პატიმრობას. ეს მუხლი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული ორი ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენეს და ახლა, ამ მუხლს ედავებიან იმ ორ ახალგაზრდას, რომელზედაც ნანუკამ დაწერა. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, " ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მსგავსი აბსურდული ბრალი იშვიათია. 400 ლარიანი ღობე, რომელიც 2000 წელს იყიდეს - 3 დან 6 წლამდე სასჯწლის ტოლფასი ყოფილა!! ეს არის რეპრესია, ამიტომ მათი მიტოვება არ შეიძლება. სხვის მიმართ ეს სასჯელი არ აუმოქმედებიათ. მადლობა @DRI -ს, რომ ეს ნორმა საკონსტიტუციოში წაიღო. ვაპირებ, როგორც პარლამენტის წევრი ჩემი უფლების ფარგლებში მოვინახულო ორივე. მაინც ვერ შეაშინებთ ამ ხალხს." - წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, ადმინისტრაციული წესით 18 პირი, სისხლის სამართლის კოდექსით კი 2 პირი დააკავა