ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ. ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ჩანაწერს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ. ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის."- წერს ხატია დეკანოიძე.

პ.ს. სოციალურ ქსელში "ფეისბუკი" გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს. ჩანაწერი 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდით არის დათარიღებული. "აიპრესი" არ ავრცელებს ვიდეო ჩანაწერს, რადგან მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.