საქართველოში მოხდა უცნაური რამ, რადიკალური ოპოზიცია, ლიბერალები დარჩნენ ლიდერების გარეშე. ვაშაძეზე და ამ კატეგორიაზე საერთოდ საუბარი არ შეიძლება იმ კატეგორიაში, რა მასშტაბის პოლიტიკაც დღეს ქვეყანაში ტარდება. რასაც ჰქვია რადიკალური ოპოზიცია დარჩა ლიდერის გარეშე. დღეს საქართველოში დაცლილი და საფუძველგამოცლილი რადიკალური ოპოზიციის ლიდერი არის ქალბატონი კელი დეგნანი, ​- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა დღეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ენჯეო. „რამდენიმე დღის წინ ჟოზეფ ბორელმა გააკეთა განცხადება და თქვა ასეთი რამ, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის მიღმაა, არის ჯუნგლები. მართალია, მერე მან ბოდიში მოიხადა ამ განცხადებისთვის, რადგან აქ მოიაზრებოდა ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელსაც ბევრად მეტი კულტურა აქვს, ვიდრე პირადად მას. ანუ, იმთავითვე ეს ადამიანები ჩვენ მოგვიაზრებენ, როგორც ჯუნგლებს. ეს იყო მისთვის გააზრებული, მისი ცნობიერიდან წამოსული. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები ჯუნგლები არიან და ჩვენ რა გვიკვირს ახლა, რომ ამ რეზოლუციებს იღებენ და შიგნით არსებობს ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და უნდა გაანთავისუფლონ? ევროპა დღეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ენჯეო, როგორიც ჩვენთან არის ბაია პატარაიას, კაპიტან გიგაურის ენჯეოები, ასეთი ენჯეოა ეს ჩვენი საყვარელი ბებერი ევროპა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს არ არის რეზოლუცია. ეს არ არის კენჭისყრით მიღებული დოკუმენტი. მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 12 პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ, რომ რაღაცნაირად შევძლოთ ნაბიჯის გადადგმა. ამ ჩანაწერში გარდა იმისა, რომ მიშას უწოდებენ პოლიტპატიმარს, სხვა უზარმაზარი დატვირთვაც არსებობს. თუნდაც ის, რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმარი. ანუ, საქართველომ უნდა აღიაროს, რომ ის არის სახელმწიფო, აქეთკენ გვიბიძგებენ და თუ ჩვენ ამას ვაღიარებთ და შევასრულებთ იმას, რაც გვითხრეს, მერე როგორღა მიგვიღონ ევროკავშირში?!“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.