ვიღაცების მცდელობების მიუხედავად, გარწმუნებთ, 4 ოქტომბერს არაფერი არ იქნება, იქნება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ვინმე თუ გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, მიიღებს შესაბამის პასუხს ასევე კანონის ფარგლებში.
„რაიმე ბოროტება თუ ხდება ქვეყანაში – სიძულვილი, საზოგადოების დაპირისპირების მცდელობა, პოლარიზაციის გაღრმავება, ყველაფერი არის გარედან თავს მოხვეული. გარედან ხდება დაფინანსება. ჰყავთ პატრონები, ვისაც აქვს სურვილი, როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ იმისთვის, რომ შემდეგ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვიყვანოთ უკრაინის მაგალითი. ძალიან გული გვწყდება, ძალიან სამწუხაროა, რაც უკრაინაში ხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენი პრინციპული პოზიციით არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა ამგვარად გამოიყენოს. ვიღაცების რაღაც მცდელობების მიუხედავად, გარწმუნებთ, 4 ოქტომბერს არაფერი არ იქნება, იქნება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა, სიმშვიდე. თუკი ვინმე გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, გაბედონ, აბა იმოქმედონ კანონის წინააღმდეგ, ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს, რა თქმა უნდა, ასევე კანონის შესაბამისად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.