„რატომ უნდა დააწესოს ევროკავშირმა სავიზო შეზღუდვა, ხელჩასაჭიდი ხომ უნდა იყოს რაიმე?! საქართველოს მთავრობას უნდა გადაედგა ისეთი ნაბიჯი, რაც დამანგრეველი, დამაზიანებელი იქნებოდა ან ასცდა ევროპულ კურსს. რეალობაში მსგავსი არაფერი არსებობს. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
"რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, მისი აუცილებლობაც არ დადგებოდა დღის წესრიგში, რომ არა ის დაფინანსებები, რაც პირდაპირ ხელს უწყობდა რევოლუციურ სცენარს, ექსტრემიზმს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაპირისპირებას. გამოდიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. რომ არა ეს პროცესები, ამ კანონის აუცილებლობა არ დადგებოდა დღის წესრიგში. თუ შეიცვლება მიდგომები, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება მომავალში“, - განაცხადა კახა კალაძემ.