თითქმის ყველას, ვინც საქართველოში ყოფილა, სურს აქ კვლავ დაბრუნდეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.
დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოში გატარებული დღეები ყველასთვის დაუვიწყარია.
„თითქმის ყველას, ვინც საქართველოში ყოფილა, სურს აქ კვლავ დაბრუნდეს. მინდა გითხრათ: ნუ დაიჯერებთ ამ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, დიდი ისტორიითა და კულტურით, დაუვიწყარი დღეები გელით.
გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები.
ასე რომ, ყოველთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩამოდით!“ - აღნიშნა კახა კალაძემ.











