თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმე ვანო მერაბიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში გამოჩენას
კალაძის თქმით, ნებისმიერი ვანო მერაბიშვილი დიდი საჩუქარია მმართველი პარტიისთვის.
"ეს არის დიდი საჩუქარი მმართველი პარტიისთვის, მმართველი გუნდისთვის. ისეთი ადამიანები, როგორიც გახლავთ მერაბიშვილი, ხაბეიშვილი ეს ჩვენთვის კარგია. ნებისმიერი პოლიტიკოსი და მმართველი პარტია თუ ინატრებდა, რომ ოპოზიციაში იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორიც არის მერაბიშვილი, როგორიც არის ხაბეიშვილი ეს არის შესრულებული, აღსრულებული და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა: მთავარია, მოხდეს პროტესტების ორგანიზება - ცისკარიშვილი, ხაბეიშვილი... ისინი აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავლის მიმართ