"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ ამ კანონსო, თან ისე, რომ ამას არანაირი ახსნა-განმარტება არ აქვს. გაუგონარი ხდება." - ამის შესახებ თბილისის მერმა იმ ევროპელი ლიდერების განცხადებების საპასაუხდო განაცხადა, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ.
თბილისის მერის თქმით, თავის დროზე იმ ევროპელი ლიდერებისთვის რომ დაეჯერებინათ, რომლების კანონს აკრიტიკებენ მათი განცხადებებისთვის რომ დაეჯერებინა საქართველოს ხელისუფლებას, დღეს ქვეყანაში იქნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი.
"ზუსტად ეს ადამიანები მოგვიწოდებდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გამოვუშვებდით ციხიდან, ქვეყანა ევროპულ მომავალს დაშორდებოდა. ეს ადამიანები, ზუსტად ვინც დღეს გამოდიან და ასეთ განცხადებებს აკეთებენ. გვეუბნებოდნენ იმას, რომ თუ სანქციებს არ მივუერთდებოდით, დავიღუპებოდით და ქვეყანას უნდა აერჩია, სად ვიყავით - სინათლეში თუ სიბნელეში. მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, მივერთებოდით სანქციებს, ქვეყანაში გაგვეხსნა "მეორე ფრონტი", გამოგვეშვა სააკაშვილი, დღეს სად ვიქნებოდით?
დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.