ყველამ ვიცით, რომ კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითია იმ სქემით, რომლითაც აუბედურებდა ევროპელ პენსიონერებს და ძარცვავდა. კიდევ ერთი დიდი უბედურებაა, რომ ის ფული საქართველოში შემოდიოდა, ფინანსდებოდა პოლიტიკა, ტელევიზიები. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე თავდაცვის ყოფილ მინისტი დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

"ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. კონკრეტულ ევროპულ ქვეყნებში გამოძიება მიმდინარეობს, არიან დაკავებულებიც, თუმცა ჩემთვის გასაკვირია ის ფაქტი, რომ კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია - ის არის დამნაშავე, ჩვეულებრივი თაღლითი, კრიმინალი, მის მიმართ კი არ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს აჩენს ეჭვს, რომ ის დროებით სჭირდებათ იმისთვის, რათა მოპარული თანხები ისევ საქართველოში შემოიტანოს და ამით პოლიტიკა დააფინანსოს, რაც ძალიან მძიმეა“, - აღნიშა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით: "მორგან ლიმიტედის" სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, 1 მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე"