„ყველა ნორმალური, განვითარებული ქვეყანა იმოქმედებდა ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა. კატეგორიულად მიუღებელია გარედან ფინანსდებოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკა. ეს პირდაპირ ჩარევა არის ჩვენს საქმიანობაში. შემოდიოდა თანხები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აფინანსებდნენ ვითომ კეთილ პროექტებს. რეალურად კი თანხები მიდიოდა პოლიტიკაში" - ამის შესახებ ტბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
თანხები იხარჯებოდა სახელმწიფო გადატრიალებისთვის, იყო არაერთი მცდელობა რევოლუციის მოწყობის, საზოგადოების გახლეჩვის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის. ეს ყოველივე კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებამ იცოდეს, საიდან შემოდის ქვეყანაში თანხები და რა საქმიანობისთვის იხარჯება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.











