ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია კონკრეტული საქმეებით და პროექტებით უპასუხოს გამოწვევებს, ეს არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძე ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი - უკეთესი თბილისია.

„[მოსახლეობას] ვესაუბრებით განსახორციელებელ პროექტებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც არის ქალაქში. ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს აღნიშნულ გამოწვევებს და კონკრეტული საქმეებით და პროექტებით უპასუხოს, ეს არის ქართული ოცნება“, - აცხადებს კალაძე.