“ქართული ოცნება” ატარებდა, ატარებს და და მომავალშიც გაატარებს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, ქართული სახელმწიფოს ინტერესს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, თითის დაქნევით გველაპარაკოს. ჩვენმა წინა თაობებმა ბრძოლით, სისხლით მოიპოვეს ყველაზე ძვირფასი - დამოუკიდებლობა, თავისუფლება. " - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა
"ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყანა დამოუკიდებელი, სუვერენულია, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება განმტკიცება, ბრძოლა. ბრძოლა, რომელშიც უნდა ვიყოთ შეუპოვრები, პრინციპულები, რათა არავის, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს არ მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ სათავისოდ. ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობებიც შეგვიძლია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და არავითარ შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ამ ყველაფერში თქვენი, ახალგაზრდების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას”, - განაცხადა კახა კალაძემ.