"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის მთავარი ოცნება , ტერიტორიული მთლიანობაა. ამიტომ ჩვენ გვმართებს მოთმინება, დიდი სიბრძნე და ჩვენი წინაპრების გამოცდილების სწორად გააზრება, რომ საჭირო დროს სწორად ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებისთვის, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ამ მხარემ ზუსტად იცის რა ძალაა აქვს საქართველოს ერთობას და დარწმუნებული ვარ სამცხე-ჯავახეთი ამ არჩევნებზე თავის სიტყვას იტყვის, რომ უფრო ახლოს მივიდეთ იმ სანუკვარ ოცნებასთან რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია.
დიახ მეგობრებო, დღეს დგას ის დროს, თუ სწორად ვიმოქმედებთ, თუ ყველა საფრთხე და შესაძლებლობას ერთად შევაფასებთ, თუ არ ავყვებით ქვეყნის შიგნიდან და გარედან გამოსულ პროვოკაციებს. რომელიც ჩვენი ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, ქვეყნის გამთლიანების შესაძლებლობა მშნისვნელოვნად გაიზრდება. " - განაცხადა კახა კალაძემ.