„არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-სთან მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ევროპისკენ სვლა კი გაგრძელდება.
„არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება და უფრო მეგობრული გახდება.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გზა არის ევროპა, ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია და ამ გზაზე „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია უდიდეს გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. რაც არ უნდა ზეწოლა და პრობლემების შექმნის მცდელობა იყოს, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით და გავხდებით იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.