BBC-ის სტატიას თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გამოეხმაურა ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდაცავებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან.
„ყოფილი ხელისუფლების მიერ ეს იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულებულა ეს ისტორია. ისინი შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პენსიონერებს და ეს ჩვენთვის ძალიან დასანანია. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ. ეროვნულ დონეზე ჩვენმა სამართალდაცავებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით. გასარკვევია, სამართლებრივად როგორ გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ჩვენთან, სხვა ქვეყანაში თუ ერთობლივად“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ეთერში გასული გამოძიების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელმა დავით კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: დავით კეზერაშვილი: არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან