„ადამიანებს აბამდნენ მიცვალებულებს... პირში უთავსებდნენ სპეციალურ მოწყობილებას, რომ ხმის ამოღება არ შესძლებოდათ; ცემა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო; ე.წ. კარანტინი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში ისაუბრა.

 მინისტრის განცხადებით, ის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სისტემური ხასიათი ჰქონდა ადამიანთა წამებას, ოჩიგავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადასტურებული.  

„თუ ქართულ სასამართლოს არ ენდობით, იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ენდობით. ამას ვერ ჩამოირეცხავთ,  ეს იყო დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე“, –  განაცხადა რატი ბრეგაძემ.