მინდორზე, თაკარა მზეში ქართველი ჯარისკაცების ცხედრები იყო მიმოფანტული. ისინი მიატოვეს. იცით,- ვინც! დღეს რომ ომი წყურიათ და თავის დროზე ბრძოლის ველიდან რომ მოკურცხლა, იმ ხალხმა. - წერს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
"ყველამ იცის, რომ აგვისტოს ომის დღეებში პატრიარქი საომარი მოქმედებების ზონაში ჩავიდა. მინდორზე, თაკარა მზეში ქართველი ჯარისკაცების ცხედრები იყო მიმოფანტული. ისინი მიატოვეს. იცით,- ვინც! დღეს რომ ომი წყურიათ და თავის დროზე ბრძოლის ველიდან რომ მოკურცხლა, იმ ხალხმა. "ბიჭები უნდა წავასვენოთ, ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ",- ეუბნება პატრიარქი თანმხლებ პირებს. გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები სამღვდელოებამ მანქანაში მოწიწებით დაასვენა. პატრიარქი უყურებდა ამ უბედურებას და ტიროდა... ვინც ამ კაცს ეომებით და ეჯიბრებით, ცილს სწამებთ და კბენთ, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: განა იმისი ნახევრის ნახევარი გაქვთ ცხოვრებაში სამშობლოსთვის ან ნაფიქრი ან გაკეთებული ან გაღებული, რაც ამ ერთმა ადამიანმა საქართველოსთვის გაიღო?! დარწმუნებული იყავით, არა..." -წერს ირმა ინაშვილი.