უსამშობლოებსა და მათ აგენტურას არ მივცემთ საშუალებას, ხელი შეუშალონ ამომრჩეველს თავისი პოზიციის დაფიქსირებაში, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

„2020-ის არჩევნების დროს ქვეყანა აჯანჯღარეს, არჩევნები გაყალბდაო, შემდეგ გამოვიდნენ და ფორმულაში გვქონდა შეცდომაო. უსამშობლოებსა და მათ აგენტურას არ მივცემთ საშუალებას, რომ ხელი შეუშალოს ამომრჩეველს თავისი პოზიცია დააფიქსიროს. იქ არის შესაძლებლობები, თუ დაკვირვება გინდა, კეთილი ინებე და როგორც დანარჩენები აკვირდებიან ისე დააკვირდი. ჩვენ დავიცავთ ჩვენი მოქალაქისა და ამომრჩევლის უფლებას. თუ დაკვირვება გინდა, კეთილი ინებე და როგორც დანარჩენები აკვირდებიან ისე დააკვირდი. ჩვენ დავიცავთ ჩვენი მოქალაქისა და ამომრჩევლის უფლებას“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.