ნაცები“ 2014 წლამდე ამბობდნენ, რომ რუსები 8 აგვისტოს დაგვესხნენ თავს. უფრო მეტიც, სააკაშვილის ბრძანებულება არსებობს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციიდან, როკის გვირაბის გავლით საქართველოში ასეულობით ტექნიკა და ასეულობით პირი შემოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცები“ საფლავებზე 8 აგვისტოს გადიოდნენ, მაგრამ თარიღი 7 აგვისტოთი შეცვალეს.
„შეცვალეს, რადგან ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ სააკაშვილის მიერ ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა ომის ესკალაცია გამოიწვია. უფრო მეტიც, ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოა დადანაშაულებული, ამას ხელი მოაწერეს. ამ მოღალატეებს და „ნაც“ ფაშისტებს რამე რომ არ დაბრალდეთ, თარიღი შეცვალეს და რუსეთი 7 აგვისტოს შემოვიდა და ომი დაიწყოო. ომი საქართველოს არ დაუწყია, სააკაშვილმა თავისი პროვოკაციებით საქართველოს წინააღმდეგ ომი და აგრესია განახორციელა. დიახ, ყოველთვის ვიტყვით, რომ ომის ესკალაცია სააკაშვილის ქმედებებმა განაპირობა, რაც ტალიავინის დასკვნაშია. ევროსაბჭოს დოკუმენტს ხელი მოაწერეს – „ნაცმა“ დარჩიაშვილმა, „ნაცმა“ კანდელაკმა, „ნაცმა“ ჩიტი-ჩიორამ, თაქთაქიშვილმა, „ნაცმა“ გაბაშვილმა და „დროება“ რომ მიჰყავს, გიორგი თარგამაძემ. ამ ადამიანებმა ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც წერია, რომ სააკაშვილის ქმედებებმა ომის ესკალაცია განაპირობა. ეს არის რეალობა, რომელიც არ მოსწონთ და ამის შეცვლას ცდილობენ. ამიტომ საფლავებზე 7 აგვისტოს გადიან. არადა, კადრებია, არქივია, როცა საფლავებზე 8 აგვისტოს გადიოდნენ. ნახეს რა დასკვნა, რომ 7 აგვისტოს რაღაც ქმედებებს ჰქონდა ადგილი, 8 აგვისტოს თუ თავს დაგვესხა, აბა, 7 აგვისტოს რა ხდებოდა? ეს რომ ჩაფარცხონ, საკუთარი მავნებლობა, ამბობენ, რუსეთი 7 აგვისტოს დაგვესხა თავსო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.









