რობინ დანიგანს შეეძლო, დადებითი როლი შეესრულებინა მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე, თუმცა ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა. მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„საელჩოს განცხადება წავიკითხეთ, რომ დანიგანი პენსიაზე გავიდა. მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე მას შეეძლო, რომ დადებითი როლი შეესრულებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა. მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო. მგონია, რომ მისია, რაც მას და, ზოგადად, ელჩებს აქვთ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება და გაუგებრობის აღმოფხვრაა, რაც, სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო. დაველოდებით ახალ ელჩს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძალაშია. გადატვირთვის პოლიტიკას ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა: მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე - ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია