ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო?- ამ შეკითხვით მიმართა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.
გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს კითხვით მიმართა, "ამ კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ ცდილობს თუ არა, რომ რუსული ავტორიტარიზმი შემოიტანოს ქვეყანაში. ამის შემდგომ ოპოზიციონერ დეპუტატს, ზარქუამ „ბლიც კითხვით" მიმართა.
„მე მინდა გიორგი ვაშაძეს მივმართო, რომელსაც ესმის თემა. ბატონო გიორგი, ყველა გისმენთ და არცერთს არ გითქვამთ ქართველი ხალხის ინტერესებზე, იშველიებთ ვენეციის კომისიას, რომელიც აქ საერთოდ არაა წარმოდგენილი. მეორე - კიდევ ახალი სანქციები დაგვიანონსა და გიხარიათ. ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო არ გეუბნებოდა, რომ სანქციები დაუწესეო? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არ გეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო? ყველა რომ შეხმატკბილებულად ეუბნებოდით, კი, ეს გააკეთეთო, არ გავაკეთეთ!
გუშინ წინ გამოვიდა გამოვიდა ბორელი და თქვა, სანქციებმა არ გაამართლაო, ახლა, იგივე პოზიციაზე ხართ? სანქციები უნდა დაგვეწესებინა? გეკითხები, ბლიც-კითხვა. მომავალშიც ასე ჩუმად იქნები, პასუხი არ გექნება“, - მიმართა ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძეს.